ესკი პირველი კონცეპტ სივრცეა საქართველოში, რომელიც 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ესკის ფიზიკური სივრცე 2022 წლის სექტემბერში, ძველ თბილისში გაიხსნა სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ.
ამ დრომდე, ესკის ბალანსზე 2000-ზე მეტი სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვაა, რამაც 80 000 ლარს მოუყარა თავი სოციალურ საწარმოთათვის.
ამჟამად ვეძებთ თანამოაზრეებს, რომ რესურსების გაერთიანებით, შევქმნათ ელექტრონული კომერციის პლატფორმა და გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა მეტი დადებითი სოციალური გავლენის შესაქმნელად.