2022 წელს დედაქალაქის შუაგულში მაღაზიის გახსნის შემდეგ „ესკის“ გუნდმა მნიშვნელოვანი
მისია დაისახა მიზნად - შეექმნათ ელ. კომერციის პლატფორმა, რომელიც მათ სოციალურ საწარმოებს
ონლაინაც გააერთიანებდა.
რამდენიმეთვიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ გუნდმა e-commerce პლატფორმაც შექმნა
- მომხმარებელს 30-მდე სოციალური საწარმოს 350-მდე ნივთის შეძენა უკვე შეუძლია ვებგვერდზე
- www.eski.ge
როგორც „ესკიში“ ამბობენ, მათთვის მთავარი პარტნიორი სოციალური საწარმოების
მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
„ვებ-გვერდის შექმნით კი, კიდევ
ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით საწარმოების ცნობადობის ასამაღლებლად და გაყიდვების სტიმულირებისათვის.
თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ მოქნილი, ადვილად ადაპტირებადი
და ყველა სივრცეში ხელმისაწვდომი.”
Eski.ge-ზე
დაინტერესებულ პირებს შეხვდებათ ის სოციალური საწარმოები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ ეკოლოგიაზე, თანასწორუფლებიანი,
ინკლუზიური სამუშაო პროცესის შექმნაზე, ქალებისა და ერთმანეთის გაძლიერებაზე.
სწორედ ამ იდეებსა და ღებულებებზე
დაყრდნობით, კომპანიის ფიზიკური სივრცე და e-commerce პლატფორმა
აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც უნიკალურ, ხელნაკეთ და საოცრად დახვეწილ ნივთებს ქმნიან.
იდეის მხარდამჭერი, პირველ რიგში, ევროკავშირი იყო,
რომელიც სოციალური საწარმოებისა და ზოგადად
სექტორის განვითარებას უწყობს ხელს საქართველოში.
სწორედ ევროკავშირის პროექტის
ფარგლებში 2024 წლის პირველი მისია გუნდმა წარმატებით შეასრულა და მთელი საქართველოს
მასშტაბით, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა სოციალური საწარმოების პროდუქტის
შეძენა.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის
ფარგლებში კი, ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით ესკის გუნდი პლატფორმის
ცნობადობის ზრდაზე ზრუნავს.
„შემოდი www.eski.ge
-ზე, დაათვალიერე სოციალური მისიებით შექმნილი 350-მდე უნიკალური ნივთი და
ჩვენთან ერთად გაუზიარე მეგობრებს ეს იდეები და ღირებულებები.”
სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ ონლაინ გაყიდვების მიმართულების გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან სოციალურ საწარმოთა ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერმა, მარიამ დევრისაშვილმა განაცხადა.
„ესკი“ ბაზარზე 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა და პირველი სივრცეა, რომელმაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა. ფუნქციონირების პერიოდში კი, უკვე 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ მომხმარებელს უმასპინძლა. ,,ესკიში“ საქართველოში მოქმედი 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ხელნაკეთი ნივთია თავმოყრილი.
როგორც ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერი აცხადებს, მიმდინარე წელს ელექტრონული კომერციის მიმართულებით განვითარება და ონლაინ მაღაზიის შექმნა იგეგმება.
მისი ინფორმაციით, საიტზე მუშაობა სწორედ ახლა მიმდინარეობს და სულ მალე საწარმოებში დამზადებული პროდუქციის არჩევა და ყიდვა მომხმარებლებს ონლაინ შეეძლებათ.
,,ესკიმ“ გახსნის დღიდან მრავალფეროვანი, ხელნაკეთი ნივთებით მალევე მოიგო მომხმარებლების გული, განსაკუთრებით კი ტურისტების, რომლებიც, ერთი მხრივ, ეძებენ საქართველოსთვის დამახასიათებელ ნივთებსა და, მეორე მხრივ, აფასებენ სოციალურად პასუხისმგებლიან ტურიზმს.
გასულ წელს ,,ესკიმ“ 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ მომხმარებელს უმასპინძლა და აამაღლა ცნობიერება როგორც სოციალური მეწარმეობის კონცეფციის, ისე ქართული სოციალური საწარმოების შესახებ. მომხმარებელთა 55% ქვეყნის საერთაშორისო სტუმრები არიან, ხოლო 45% - ქართველი მომხმარებლები. ამასთან, მხოლოდ „ესკის“ გაყიდვების არხით 85.000+ ₾ დაგენერირდა სოციალური საწარმოებისთვის,“-აცხადებს დევრისაშვილი.
გასულ წელს ,,ესკიმ“ 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ მომხმარებელს უმასპინძლა და აამაღლა ცნობიერება როგორც სოციალური მეწარმეობის კონცეფციის, ისე ქართული სოციალური საწარმოების შესახებ. მომხმარებელთა 55% ქვეყნის საერთაშორისო სტუმრები არიან, ხოლო 45% - ქართველი მომხმარებლები. ამასთან, მხოლოდ „ესკის“ გაყიდვების არხით 85.000+ ₾ დაგენერირდა სოციალური საწარმოებისთვის,“-აცხადებს დევრისაშვილი.