გადაცვლის პირობები - ესკი
ჩათი
+995 591 192 994
ნ. ვაჩნაძის #7.
მთავარი პროდუქციის გადაცვლის პირობები
პროდუქციის გადაცვლის პირობები

ესკისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სოციალურად პასუხისმგებლიანი პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და თანხვედრაში იყოს თქვენს სურვილებს.

იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გადაცვლას იმავე ღირებულების სხვა/მსგავს პროდუქტში.

გასათვალისწინებელია, რომ ესკიზე წარმოდგენილი პროდუქციის უმრავლესობა ხელნაკეთია, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს განსხვავება საიტზე წარმოდგენილ პროდუქციასა და მიღებულ პროდუქტს შორის.

რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის გადაცვლა?

ესკი პროდუქტის გადაცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს
  • პროდუქტი დაზიანებულია
  • პროდუქტს აქვს დამზადების წუნი
რამდენ დღეში შემიძლია ნივთის გადაცვლა?

პროდუქტის გადაცვლის სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის გადაცვლაზე?

შეგიძლიათ, განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით info@eski.ge დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ, მოგვწეროთ სოციალური მედიის ჩატში.

რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის გადაცვლა?

თბილისის მასშტაბით ნივთის გადაცვლა შესაძლებელია განაცხადის დაფიქსირებიდან 2 დღის ვადაში. დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, ნივთის გადაცვლა მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 8-10 დღეში.

დამატებით, ნივთის გადაცვლა დამოკიდებულია მის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და მომხმარებელთან კომუნიკაციაზე.

ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი

ესკი მომხმარებლის მიერ პროდუქტის გადაცვლისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას.