მიწოდების პირობები - ესკი
ჩათი
+995 591 192 994
ნ. ვაჩნაძის #7.
მთავარი მიწოდების პირობები
მიწოდების პირობები

მომხმარებლის მიერ ესკის ვებგვერდიდან სამუშაო დღეებში შეძენილი პროდუქციის მიწოდება თბილისის ტერიტორიაზე განხორციელდება მეორე დღეს, ხოლო უქმე დღეებში შეძენილი პროდუქციის მიწოდება პირველ სამუშაო დღეს (მაგ. თუკი მომხმარებელმა პროდუქტი შეიძინა შაბათს, მიწოდება განხორციელდება ორშაბათს).

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი (საიდენტიფიკაციო კოდი: 405174975, რეგისტრირებული: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დელისის I შესახვევი, N5ა).

მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი.

ესკი საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს აწვდის კურიერს.

ესკი მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს კურიერს, რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე.

კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია, იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.