ლიდერი - ესკი
ჩათი
+995 591 192 994
ნ. ვაჩნაძის #7.
მთავარი სოციალური მისიები
ტელეფონი
+995 595 908 691
ელ. ფოსტა
leaderkids.ge@gmail.com
ვებ-გვერდი
https://lemo.ge/
Facebook
https://www.facebook.com/LeemoGeorgia
ლიდერი
ქალების გაძლიერება
სოციალური საწარმო, სამკერვალო „ლიდერი“ 2016 წელს დაარსდა ქ. გორში. მისი სოციალური მისიაა შიდა ქართლში მცხოვრები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერება ახალი პროფესიის ათვისებითა და დასაქმების ხელშეწყობის გზით. „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებით ქმნის სხვადასხვა პროდუქციას და ხელმძღვანელობს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკით. 2019 წლიდან სოციალურმა საწარმომ დაიწყო ბავშვის სამოსის წარმოება. მისი ხაზი „Leader Kids“, დახვეწილი დიზაინითა და სასიამოვნო ფერთა სინთეზით ქმნის 2-12 წლის ბავშვის ტანსაცმელს. ტანსაცმელი მზადდება ბუნებრივი მასალისაგან, ხოლო სამოსზე დატანილი დაქარგული გამოსახულებები შემეცნებით ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას.