მირაბალდები
ქალების გაძლიერება
„მირაბალდების“ საქმიანობის ისტორია 2018 წლიდან იწყება. მათი სოციალური მისიაა ძალადობაგამოვლილ ადამიანთა მხარდაჭერა, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სოციალური საწარმო სამი დომინიკელი აქტივისტი დის სახელობისაა, რომლებიც XX საუკუნეში იბრძოდნენ ძალადობის წინააღმდეგ.
პროდუქცია - „მირაბალდები“ ქმნის ბრენდირებულ პროდუქციას, რომელიც მოიცავს პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების გამოსახულებიან სხვადასხვა ნივთს, კერძოდ: უბის წიგნაკები, წიგნის სანიშნეები, წინდები, მაისურები (წინასწარი შეკვეთით) ჩანთები (წინასწარი შეკვეთით) ილუსტრაციები ტილოზე (წინასწარი შეკვეთით).