სოციალური თერაპიის სახლი - ესკი
ჩათი
+995 591 192 994
ნ. ვაჩნაძის #7.
მთავარი სოციალური მისიები
ტელეფონი
995 577 400 753
ელ. ფოსტა
infoapnsc@gmail.com
ვებ-გვერდი
https://bit.ly/2D9ooMN
მისამართი
ძმები უბილავების N8, თბილისი, საქართველო
სოციალური თერაპიის სახლი
შრომითი ინტეგრაცია
„სოციალური თერაპიის სახლი“ უზრუნველყოფს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ზრდასრული პირების მომსახურებას. მისი სოციალური მისიაა საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. პროდუქცია/სერვისები სოციალური საწარმო დღის ცენტრის მომსახურებას უწევს შშმ პირებს. დამატებით, ფუნქციონირებს 8 სხვადასხვა მიმართულების სახელოსნო. კერძოდ: ქაღალდის მეორადი გადამუშავება, სანთლების დამზადება, ტექსტილზე და აქსესუარებზე ბეჭდვა, ლაზერული ჭრა და გრავირება, სტამბა და სადურგლო. შესაბამისად, საწარმო მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქციას, ჩამონათვალშია: ხის დეკორაციული ზარდახშები, დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებული კედლის საათები, ხის აქსესუარები სამზარეულოსა და ინტერიერისთვის, ხელნაკეთი სანთლები, ტექსტილის ჩანთები, მეორადი გადამუშავების ქაღალდით დამზადებული მისალოცი ბარათები და წიგნაკები, თექისა და ტექსტილის თოჯინები და ა.შ. კორპორაციულ მომხმარებელს საწარმო სთავაზობს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას.