ჩემი დები
ქალების გაძლიერება
“ჩვენი დების” შექმნას წინ უძღოდა დამფუძნებლის სურვილი, ხელი შეეწყო საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იმ ქალებისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ ტრადიციული რეწვის ხელსაქმეს და უნიკალური ტექნიკით ქმნიან სხვადასხვა ნივთს. “ჩვენი დების” სოციალური მისიაა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება ტრადიციული რეწვის სფეროში მათი პოტენციალის მაქსიმალური ათვისებითა და დასაქმების გზით.
პროდუქცია - სხვადასხვა დიზაინის მქონე თექის ხელნაკეთი ოთახის ჩუსტები, შალის წინდები ეროვნული ორნამენტებით, ხის დეკორაციები, ნაქსოვი სუვენირები