ედენა
ქალების გაძლიერება
სოციალური საწარმო „ედენა“ დაფუძნდა 2015 წელს ქალაქ ონში. “ედენას” სოციალური მისიაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ქალების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას. სოციალურ საწარმოში ფუნქციონირებს ეთნო-ტურისტული სივრცე და სოციალური მაღაზია, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება.
პროდუქცია - „ედენა“ მომხმარებელს სთავაზობს ტრადიციული რეწვის ნიმუშებს და აწარმოებს დეკორატიულ და გამოყენებად ნივთებს, როგორებიცაა: თექა, ჯვრული ნაქარგობა, მინანქარი, აბრეშუმზე ხატვა, ხის სუვენირები.