იკორთა
ქალების გაძლიერება
“იკორთა” ტიხრული მინანქრის სახელოსნოა, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს დაიწყო წეროვნის დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. „იკორთას“ მიერ შექმნილ პროდუქციაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ტრადიციული ორნამენტები და თანამედროვე ტენდენციები. მათი სოციალური მისიაა წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პირების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
პროდუქცია - ბეჭედი, საყურე, გულსაკიდი, პერანგის სამაგრი, ბროში, სამაჯური. კორპორატიული მომხმარებლებისთვის, წინასწარი დაკვეთით, შესაძლებელია, სხვადასხვა ნივთზე მინანქრის დეტალის დატანა, რომელიც ნივთს განსაკუთრებულ იერსახეს ანიჭებს. გარდა პროდუქციისა, 2014 წლიდან სახელოსნო დაინტერესებულ პირებს სთავა- ზობს მინანქრის მასტერკლასს „შექმენი შენი საკუთარი“.