წინამდებარე დოკუმენტი არის ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსის საკუთრებაში არსებული ვებგვერდით, www.eski.ge, სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსს (ს/კ 405174975) შორის. ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსის რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დელისის I შესახვევი, N5ა.
ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „ესკი”.
ესკის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და ესკის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ესკის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან ესკი მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ესკის დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ესკის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს eski.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
ესკიზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.
სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:
მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი, სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.
ესკის პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია, გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.
ესკი იტოვებს უფლებამოსილებას, უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე.
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი (საიდენტიფიკაციო კოდი: 405174975, რეგისტრირებული: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დელისის I შესახვევი, N5ა).
მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი.
ესკი საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს აწვდის კურიერს.
ესკი მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს კურიერს, რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე.
კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია, იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.
შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია სამუშაო დღეებში.
მომხმარებლის მიერ ესკის ვებგვერდიდან სამუშაო დღეებში შეძენილი პროდუქციის მიწოდება თბილისის ტერიტორიაზე განხორციელდება მეორე დღეს, ხოლო უქმე დღეებში შეძენილი პროდუქციის მიწოდება პირველ სამუშაო დღეს (მაგ. თუკი მომხმარებელმა პროდუქტი შეიძინა შაბათს, მიწოდება განხორციელდება ორშაბათს).
დიდსა და პატარა რეგიონებში, ესკის ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 5 - 7 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 8 - 10 სამუშაო დღეში.
საკურიერო მომსახურება თბილისის ტერიტორიაზე განისაზღვრება 5₾ ოდენობით, ხოლო რეგიონების შემთხვევაში 15₾ ოდენობით.
ესკის ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის აღება ასევე შესაძლებელია ესკის ფიზიკური მაღაზიიდან ყოველდღე 10:00 – 20:00 სთ მონაკვეთში.
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
ესკის არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
თუ ესკი მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს ესკის გუნდს.
ესკი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
ესკი პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
ესკი იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
ესკი გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
ესკი სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.
კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ესკი მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, ესკის სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს ესკის კანონით დაცულ ინტერესებს.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს ესკის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის ესკის.
ესკის სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსის საკუთრებას.
ესკის სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, ესკის წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ესკის სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს ესკის რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ესკი უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება ესკისათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა, მოიცავდეს ესკის მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.
ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.
ესკი პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას ესკის საავტორო უფლებები.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა ესკიზე მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ესკის ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის ესკის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
ესკი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს ესკის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, ესკი მომხმარებელს მოუწოდებს, გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება.მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
ესკი იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, ესკი მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.