კოდალა
შრომითი ინტეგრაცია
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ინიციატივით, 2013 წელს, დაფუძნდა ხის პროდუქციის სოციალური საწარმო “კოდალა”. იგი წარმოადგენს შრომითი ინტეგრაციის სოციალურ საწარმოს, სადაც დასაქმებულ პირთა უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. “კოდალას”სოციალური მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა დასაქმების თანაბარი პირობების შექმნის გზით.
პროდუქცია - სოციალურ საწარმოში მოქმედებს წარმოების ოთხი ხაზი და იქმნება 200-ზე მეტი სახეობის ხის სათამაშო და სასუვენირო ნაკეთობა, კერძოდ: ასაწყობი სათამაშოები - 80 სახეობა, მექანიკური სათამაშოები - 50 სახეობა, ფიგურული სათამაშოები - 55 სახეობა, სუვენირები - 30 სახეობა.
ნაწარმოები პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს - EN 71-ს. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვის, მეხსიერებისა და მოტორული უნარების განვითარებას. კორპორატიულ მომხმარებლებს სოციალური საწარმო სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ ხის პროდუქციას.