ფარშევანგი
შრომითი ინტეგრაცია
სოციალური საწარმო “ფარშევანგი” 2014 წელს დაფუძნდა ქ. ქუთაისში. საწარმო ქვილინგის ტექნიკის გამოყენებით მრავალფეროვან პროდუქციას ქმნის და სწორედ, შემოქმედებითი მიდგომაა გუნდის მთავარი მახასიათებელი. “ფარშევანგის” სოციალური მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნითა და დასაქმებით.
პროდუქცია - სოციალური საწარმო მომხმარებელს ქვილინგის ტექნიკით დამზადებულ პროდუქციას და ინკლუზიური განათლების დამხმარე მასალებს სთავაზობს. კერძოდ: მისალოცი ბარათები (საახალწლო, საქორწილო, საბავშვო, სხვადასხვა სადღესასწაულო) სასაჩუქრე ყუთები და მოსაწვევები, სუვენირები, განმავითარებელი სახელმძღვანელოები ინკლუზიური განათლებისთვის.
კორპორატიული მომხმარებლისთვის „ფარშევანგის“ გუნდს მათ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება შეუძლია.