ჩუ
ინკლუზიური გარემო
„ჩუ“ არის ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას. “ჩუს” სოციალური მისიაა სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ჟესტური ენის პოპულარიზაციის გზით.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისები
“ჩუ” ქმნის სამაგიდო თამაშებს, რომლებიც აგებულია ყველასათვის საყვარელი ძველი თამაშების პრინციპებით და ხელს უწყობს ჟესტური ენის მარტივად დასწავლასა და მეხსიერების განვითარებას. თამაშები რეკომენდირებულია 6 წლიდან ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
კორპორატიულ დამკვეთებს სოციალური საწარმო სთავაზობს არსებული სამაგიდო თამაშების მოდიფიცირებას - სიტყვებისა და დიზაინის შერჩევას მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ პირებს საწარმოს წარმომადგენლები სთავაზობენ სამაგიდო თამაშების შეჯიბრის მოწყობის სერვისს ინსტრუქტორის თანხლებით.