ბაბალე
შრომითი ინტეგრაცია
სოციალური საწარმო “ბაბალე” 2014 წელს შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ. მათი სოციალური მისიაა ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით. შემოქმედებითი სივრცე აერთიანებს სამხატვრო სახელოსნოს - სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის და მაღაზია-სალონს, სადაც მომხმარებელს “ბაბალეში” შექმნილი პროდუქციის შეძენა შეუძლია. შემოქმედებითი იდეების ავტორები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ერთვებიან “ბაბალეს” ყოველდღიურ საქმიანობაში.
პროდუქცია - წინდები, სამზარეულოს აქსესუარები, ნაჭრის ჩანთები, ინტერიერის დეკორატიული და პრაქტიკული ნივთები, სადღესასწაულო ნივთები და აქსესუარები. კორპორატიულ მომხმარებლებს სოციალური საწარმო სთავაზობს მათ მოთხოვნაზე მორგებულ პროდუქციას -ბრენდირებულ ჩანთებს, საოფისე ნივთებსა და სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებს.