დადარი
შრომითი ინტეგრაცია
“დადარი” 2018 წელს შეიქმნა. იგი წარმოადგენს შრომითი ინტეგრაციის სოციალურ საწარმოს, რომელშიც დასაქმებული არიან სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები. მათი სოციალური მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალიზაციისა და დასაქმების ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მხარდამჭერი იქნება თანასწორუფლებიანი და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. წარმოებაში გამოყენებული მასალები უვნებელია ბავშვებისთვის და შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს (DIN EN71). დამატებით, პროდუქცია დამზადებულია ძვირფასი ხის ჯიშებისგან და დაფარულია სპეციალურად სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა ცვილით, ზეთებით, ლაქითა და საღებავებით.
პროდუქცია - სოციალური საწარმო “დადარი” მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებსა და ნაკეთობებს, ჩამონათვალშია: მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები, სასწავლო-საგანმანათლებლო (შემეცნებითი) სათამაშოები, კოლექციის სათამაშოები (ცხოველთა და ფრინველთა სამყარო, დინოზავრები და ა.შ.) ასაწყობი კუბიკები, ფაზლები.
კორპორატიულ მომხმარებლებს “დადარი” სთავაზობს: ექსკლუზიურ ხარისხს, პროდუქტის პერსონალიზებას, ბრენდირებას, OEM (ORIGINAL EQUIPMENT MANUFACTURER).