ეთნოდიზაინი - ესკი
ჩათი
+995 591 192 994
ნ. ვაჩნაძის #7.
მთავარი სოციალური მისიები
ტელეფონი
+995 598 722 937
ელ. ფოსტა
info@crats.ge
ვებ-გვერდი
www.crats.ge
Facebook
https://www.facebook.com/ethnodesignsocielshop/
მისამართი
გ. ახვლედიანის N23, თბილისი, საქართველო.
ეთნოდიზაინი
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება
სოციალური მაღაზია „ეთნოდიზაინი“ წარმოადგენს კონცეპტუალურ მაღაზიას, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს. იგი თავს უყრის თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული რეწვის 250-მდე ოსტატის მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქციას. „ეთნოდიზაინის“ სოციალური მისიაა ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მათი პროდუქციის ხარისხისა და დიზაინის განვითარებითა და გაყიდვების ხელშეწყობით. პროდუქცია - “ეთნოდიზაინში” წარმოდგენილი პროდუქცია აერთიანებს ქართულ ტრადიციულ და, ამავე დროს, ინოვაციურ ელემენტებს, რომლებიც მორგებულია თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. ადგილზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი და გემოვნებიანი პროდუქცია კერძოდ: ქალისა და მამაკაცის აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სამკაული, ინტერიერის აქსესუარები, სამოსის აქსესუარები. ტრადიციული იარაღი, ხალიჩა/ფარდაგები, სუვენირები.