თემი
შრომითი ინტეგრაცია
თემი ერთ-ერთი პირველი სოციალურად ორიენტირებული, არამომგებიანი საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო, რომელმაც არა-ინსტიტუციური გარემო შექმნა სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფისთვის. “თემის” სოციალური მისიაა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ისეთი უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას. დაფუძნების დღიდან, 1991 წლის გაზაფხულიდან, თემი ორგანულ/ბიო - სოფლის მეურნეობას მისდევს, რომლის მიზანსაც სოციალურად დაუცველი მაცხოვრებლებისთვის თავშესაფრის მიცემა, ოჯახური გარემოს შექმნა, დასაქმების შესაძლებლობების გაჩენა და მათი სამუშაო უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს.
პროდუქტები
ქვევრის ბიო ღვინო: რქაწითელი(მშრალი) და საფერავი(მშრალი); თემის ნ/ტკბილი(წითელი) ჭაჭა, ვაშლის, ბროწეულისა და ყურძნის ნატურალური წვენები, სხვადასხვა ხილის ჯემები, ხელნაკეთი საოჯახო ნივთები.
სერვისები
ღვინის დეგუსტაცია და ქვევრის გახსნა, ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა,ჭაჭა, სრული სეზონის რესტორანი ტრადიციული ქართული და ევროპული კერძებით (მინიმუმ 45 ლარიანი მენიუ) ხალხური სიმღერები, რთველში მონაწილეობა (ყურძნის კრეფა/დაწურვა) - სეზონური; ველოტურები მარკირებული მარშრუტებით (მაღალი ხარისხის 20 ველოსიპედი ჩაფხუტებით) თემის ტური.