რას იპოვით ესკიში?

ესკი მრავალფეროვანი სოციალური მისიების მქონე საწარმოების მრავალფეროვან ხელნაკეთ პროდუქციას აერთიანებს.

ჩვენთან შეხვდებით აქსესუარებსა და სამკაულებს, დეკორატიულ ნივთებს, ტრადიციული რეწვის უნიკალურ ნიმუშებს, სათამაშოებსა და ხის ნაკეთობებს.

ნივთის შეძენა და იმ ისტორიის გაზიარება, რომელიც თითოეული ნივთის უკან დგას, მომხმარებელს თავს კარგად აგრძნობინებს, რადგან იგი ჩვენთან ერთად უჭერს მხარს გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვას.

სოციალური მისიები
ყველა
საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია.
იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა.
აღმოაჩინე
საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია.
იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა.
აღმოაჩინე
ესკი - სოციალური კონცეფციის მაღაზია

ესკი პირველი კონცეპტ სივრცეა საქართველოში, რომელიც 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ესკის ფიზიკური სივრცე 2022 წლის სექტემბერში, ძველ თბილისში გაიხსნა სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ.

ამ დრომდე, ესკის ბალანსზე 2000-ზე მეტი სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვაა, რამაც 80 000 ლარს მოუყარა თავი სოციალურ საწარმოთათვის.

ამჟამად ვეძებთ თანამოაზრეებს, რომ რესურსების გაერთიანებით, შევქმნათ ელექტრონული კომერციის პლატფორმა და გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა მეტი დადებითი სოციალური გავლენის შესაქმნელად.